როგორ გავაკეთოთ ფოტოწიგნი
კურსის ტიპი:
ვორკშოპი
ხანგრძლივობა:
3 შაბათ-კვირა
საათები:
6 X 8 საათი
მონაწილეები:
6 - 9
ენა:
ინგლისური / ქართული
ხელმძღვანელები:
საგანი
ფოტოწიგნი დამოუკიდებელი ნაწარმოებია, რომელშიც ცალკეული ფოტოები ერთ მთლიანობას ქმნის. ფოტოწიგნი წარმოადგენს ვიზუალურ ნარატივს, რომელშიც ფოტოგრაფი ავტორის როლს ითავსებს. ფოტოალბომისგან განასხვავებით, რომელიც ორიგინალების (ფოტონამუშევრების) რეპროდუქციებს შეიცავს, ფოტოწიგნი თავად არის ორიგინალი.
ფოტოწიგნი, როგორც ხელოვნების ფორმა, ფოტოგრაფებისა და ხელოვანთათვის მნიშვნელოვან მედიუმად იქცა. ფოტოგრაფისთვის ფოტოწიგნი წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მას ეძლევა შესაძლებლობა, გასცდეს ტრადიციულ საგალერეო სივრცეს და უფრო ფართო აუდიტორიას გაუზიაროს თავისი ნამუშევრები.
აღწერა
ვორკშოპზე მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთი ფოტოწიგნების პროექტებს ან იდეებს და გადაღებულ ფოტომასალას. თითოეული პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ერთობლივად ვიმუშავებთ ფოტოწიგნის შექმნის პროცესის ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა იდეისა და კონცეფციის განვითარება, ვიზუალური თხრობა, ფოტომასალის შერჩევა და ვიზუალური მწკრივები, ტექსტის როლი და ადგილი წიგნში, განშლების კომპოზიცია და დრამატურგია; ასევე წიგნის ფორმატები, დიზაინი და ტიპოგრაფია, ქაღალდის შერჩევა, ბეჭდვისა და კინძვის ტექნოლოგია; და ბოლოს, ფოტოწიგნის გამოცემისა და მარკეტინგის საკითხები.
ვისთვის
ვორკშოპზე ვიწვევთ როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ ფოტოგრაფებსა და არტისტებს, რომელთაც სურთ ფოტოწიგნის შექმნა. მონაწილეებს არ მოეთხოვებათ ფოტოწიგნზე მუშაობის წინასწარი გამოცდილება.
რა დაგჭირდებათ
ვორკშოპზე მონაწილეებმა უნდა მოიტანონ ფოტომასალა, რომლის გამოყენებასაც ვარაუდობენ თავიანთი წიგნებისთვის. გთხოვთ, ამობეჭდოთ თქვენი ფოტოები A6 ან A7 ფორმატზე (4 - 8 ფოტო ერთ A4 გვერდზე), ჩვეულებრივ ლაზერულ პრინტერზე, მაღალი ხარისხის ბეჭდვა არაა აუცილებელი. მხედველობაში იქონიეთ, რომ მასალა უნდა გადაირჩეს, ამიტომ მოიტანეთ ფოტოები მეტობით. ასევე, მოიტანეთ ნებისმიერი დამატებითი მასალა, რაც თქვენს პროექტთანაა დაკავშირებული.