top of page

კურსების კატალოგი

შესავალი კურსები

Arrow-Top.png

 დიზაინის საფუძვლები 

Arrow-Down.png
ვიზუალური ენის შესავალი

ვიზუალური კომუნიკაცია ყოველთვის მრავალ დონეზე მოქმედებს და ნიშანთა სხვადასხვა სისტემას ერთდროულად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა მათ მხოლოდ ქვეცნობიერად აღიქვამს, ვიზუალური ნიშნების მნიშვნელობა უნივერსალურია და ძალიან ზუსტად განისაზღვრება. ეს შესავალი კურსი გთავაზობთ ვიზუალური აღქმის მექანიზმების სისტემატურ გაცნობას, რომელთა ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, ვინც ვიზუალთან მუშაობს.

დრო:

6 კვირა, 2 სთ. კვირაში

ტიპოგრაფიის შესავალი

კურსი იკვლევს ტიპოგრაფიის ყველა ასპექტს: როგორ უზრუნველვყოთ კარგი კითხვადობა, როგორ შევქმნათ დიზაინი, რომელიც ხელს შეუწყობს ტექსტისა და გამოსახულების ნაწილების ლოგიკური და იერარქიული მიმართების აღქმას, როგორ მივაღწიოთ კითხვის სწორ და კომფორტულ მიმდევრობას, და ასევე, როგორ გამოვიყენოთ შრიფტის გამომსახველობითი და სტილისტური შესაძლებლობები სასურველი ემოციის გადმოსაცემად და ტიპოგრაფიული კომპოზიციის ზემოქმედების გასაძლიერებლად.

დრო:

6 კვირა, 2 სთ. კვირაში

Web Thumbnails.jpg

Duration:

14 hr., 7 weeks

Web Thumbnails2.jpg

Duration:

14 hr., 7 weeks

Web Thumbnails.jpg

Duration:

14 hr., 7 weeks

Web Thumbnails.jpg

Duration:

14 hr., 7 weeks

ქრეშ-კურსები

GEO_Q_Large.png

 გრაფიკული პროგრამები 

ფოტოშოპის საფუძვლები

კურსი ადობე ფოტოშოპში სამუშაოდ მყარ საფუძველს ქმნის, რაც გულისხმობს თავიდანვე პროფესიონალურ მიდგომას და პროგრამის ლოგიკის მკაფიო გაგებას. თქვენ ისწავლით საწყისი დონიდანვე პროფესიონალური ფაილების შექმნას და აირიდებთ თავიდან შეცდომებს, რომლებსაც ხშირად უშვებენ პრაქტიკოსი დიზაინერები. გათვლილი ტუტორიალები და სავარჯიშოები ფოტოშოპის ყველა ძირითადი ფუნქციის ნაბიჯ-ნაბიჯ ათვისებას და დამტებითი ინსტრუმენტების დამოუკიდებელ კვლევას გაგიადვილებთ. აუცილებელია როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის.

დრო:

7 კვირა, 2 სთ. კვირაში

ინ დიზაინის საფუძვლები

ადობე ინ დიზაინი სტანდარტული საგამომცემლო პროგრამაა მსოფლიოში. კურსი იწყება საწყისი დონიდან და გათვლილი ტუტორიალების და სავარჯიშოების მეშვეობით ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით მრავალგვერდიანი პუბლიკაციების შექმნას, განშლების დიზაინს, გამოსახულებისა და ტექსტის კომპონირებას, ტიპოგრაფიის პარამეტრების მართვას და ავტომატიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებას სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისთვის, ასევე ფაილების პროფესიონალურ ექსპორტსა და გაზიარებას.

დრო:

7 კვირა, 2 სთ. კვირაში

Arrow-Top.png
Arrow-Up.png
Arrow-Down.png

 ტიპოგრაფია 

ტიპოგრაფიის საფუძვლები

2-4 კვირიანი კურსები ეძღვნება ტიპოგრაფიის სხვადასხვა ასპექტს და იძლევა მკაფიო წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ტიპოგრაფია სხვადასხვა დონეზე. ფოკუსირებული სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას შრიფტთან მუშაობაში როგორც შემოქმედებით, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

დრო:

6 კვირა, 2 სთ. კვირაში

  1. ტიპოგრაფიული იერარქია და ტეხსტის აღქმის დონეები 

  2. შრიფტის ფორმა და გამომსახველობითი თვისებები

  3. შრიფტის არქიტექტურა და ტიპოგრაფიული სტილი

  4. ტიპოგრაფიული სისტემები და კომპოზიცია

  5. ტექსტის კითხვადობა და მიკროტიპოგრაფია

სრული კურსები

GEO_S_Large.png

 დიზაინის საფუძვლები 

ვიზუალური კომუნიკაცია ყოველთვის ერთდროულად მრავალ დონეზე, ნიშანთა სხვადასხვა სისტემის გამოყენებით ხდება. მაშინ, როცა რეალური ობიექტების პირდაპირი გამოსახვით ადვილია მნახველისთვის ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება, ემოციური ინფორმაციის გადმოსაცემად და განწყობის შესაქმნელად გადამწყვეტია გამოსახულების ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ზომა, ფორმა, მდებარეობა, სივრცე, მანძილი, მიმართულება, განაწილება, რიტმი, ფერი, ტექსტურა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა მათ ქვეცნობიერად აღიქვამს, მათი ზემოქმედება ობიექტურად და ძალიან ზუსტად შეიძლება განისაზღვროს. კურსი ამ ვიზუალური ელემენტების სისტემატურ თეორიულ და პრაქტიკულ შესწავლას გულისხმობს. ვიზუალური ენის დაუფლება სამუდამოდ შეცვლის თქვენს მიდგომას ვიზუალური გამოხატვის მიმართ და თქვენს ნამუშევარს უფრო ეფექტურს, ძლიერს და ზუსტს გახდის.

დრო:

18 კვირა, 4 სთ. კვირაში

ტიპოგრაფია ვიზუალური კომუნიკაციის ფუნდამენტური კომპონენტია. ნაბეჭდი ტექსტი ბევრს მხოლოდ სამეტყველო ენის ვიზუალური კოდირების ინსტრუმენტად მიაჩნია, სინამდვილეში კი ტიპოგრაფია ემოციების გამოხატვისა და განწყობის ფორმირების მძლავრი იარაღია. ამ დონეზე შრიფტის ვიზუალური მახასიათებლები ტექსტის შინაარსისგან დამოუკიდებლად მუშაობს. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობამ ეს არ იცის. ხშირად შრიფტის ვიზუალრი მახასიათებლებით გადაცემული ემოციური ინფორმაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ტექსტის ფაქტობრივ შინაარსს. შეუსაბამო ტიპოგრაფია ნებისმიერი ვიზუალური დიზაინისთვის დამღუპველია.

კურსი იკვლევს ტიპოგრაფიის ყველა ასპექტს: როგორ უზრუნველვყოთ კარგი კითხვადობა, როგორ შევქმნათ დიზაინი, რომელიც ხელს შეუწყობს ტექსტისა და გამოსახულების ნაწილების ლოგიკური და იერარქიული მიმართების აღქმას, როგორ მივაღწიოთ კითხვის სწორ და კომფორტულ მიმდევრობას, და ასევე, როგორ გამოვიყენოთ შრიფტის გამომსახველობითი და სტილისტური შესაძლებლობები სასურველი ემოციის გადმოსაცემად და ტიპოგრაფიული კომპოზიციის ზემოქმედების გასაძლიერებლად.

დრო:

18 კვირა, 4 სთ. კვირაში

Arrow-Top.png
Arrow-Up.png
Arrow-Down.png

ვორკშოპები

GEO_W_Large.png
Arrow-Top.png
Arrow-Up.png
Arrow-Down.png

 ქაღალდზე მუშაობა 

ხელნაკეთი წიგნი ჯადოსნური ობიექტია, რომელშიც მრავალი ელემენტი ქმნის მთლიანობას: მასალების შერჩევა, ხელობა, ელემენტების ერთმანეთთან შეხამება და მკინძავის უნიკალური ხელწერა. ვორქშოფზე გავივლით ხელნაკეთი წიგნის შექმნის მთელ პროცესს: ქაღალდის ჭრა და კეცვა, წიგნის ბლოკის აწყობა და კერვა, და ბოლოს, ყდის დამზადება და ყდაში ჩასმა. თქვენი ინტერესების მიხედვით, შეგვიძლია შევისწავლოთ ერთი ან რამდენიმე ტექნიკა, მათ შორის შუასაუკუნეების კინძვა, კოპტური კინძვა, შვეიცარიული კინძვა, იაპონური კინძვა და სხვა.

დრო:

6-16 სთ.

პოპ-აპის ტექნიკა, ანუ ქაღალდის ინჟინერია, ქაღალდის სამგანზომილებიანი სტრუქტურების შექმნის მეთოდია, რომლებიც წიგნის გადაშლისას "ამოხტება" წიგნის გვერდიდან. ქაღალდის ელემენტების ზუსტი ჭრით, კეცვით და შეერთებით შესაძლებელია რთული და დინამიური დიზაინის შექმნა. ვორქშოპზე თქვენ შეისწავლით ქაღალდის ინჟინერიის საფუძვლებს, გაეცნობით ყველა ძირითად პოპ-აპ ტექნიკას და პრაქტიკულად ისწავლით ქაღალდთან მუშაობას. ვორქშოპის დასასრულისთვის თითოეული მონაწილე შექმნის ხელნაკეთ წიგნს, რომელშიც გამოყენებული იქნება ყველა მნიშვნელოვანი პოპ-აპ ტექნიკა.

დრო:

8-16 სთ.

 წიგნის ხელოვნება 

ფოტოწიგნი ფოტოგრაფებისა და ხელოვანთათვის მზარდი მნიშვნელობის მქონე მედიუმად იქცა. ფოტოწიგნი წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ფოტოხელოვანს ეძლევა შესაძლებლობა, გასცდეს ტრადიციულ საგალერეო სივრცეს და უფრო ფართო აუდიტორიას გაუზიაროს თავისი ნამუშევრები. ვორკშოპზე ვიმუშავებთ ფოტოწიგნის შექმნის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა იდეისა და კონცეფციის განვითარება, ვიზუალური თხრობა, ფოტომასალის შერჩევა და ვიზუალური მწკრივები, ტექსტის როლი და ადგილი წიგნში, განშლების კომპოზიცია და დრამატურგია; ასევე წიგნის ფორმატები, დიზაინი და ტიპოგრაფია, ქაღალდის შერჩევა, ბეჭდვისა  და კინძვის ტექნოლოგია; და ბოლოს, ფოტოწიგნის გამოცემა და მარკეტინგი.

დრო:

3 შაბათ-კვირა, 8 სთ. დღეში.

პროექტები

GEO_P_Large.png
Arrow-Top.png
Arrow-Up.png
Arrow-Down.png

 წიგნის ხელოვნება 

სურათებიანი წიგნის კრეატიული ლაბორატორია

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ფლობს ხატვის/ფერწერის უნარებს და მოიცავს სურათებიანი წიგნის შექმნის ყველა ეტაპსა და ასპექტს: ილუსტრირებული წიგნის ტიპები და ასაკობრივი ჯგუფები, კონცეფციის განვითარება, პერსონაჟის შექმნა, კადრირება და ვიზუალური თხრობა, გვერდების განლაგება და ტექსტისა და გამოსახულების შეხამება, იკონოგრაფია და სტილისტური მთლიანობა, ილუსტრაციის ტექნიკები, საბავშვო წიგნების ფორმატები, მასალები და კინძვის ტიპები, წიგნის კონსტრუქცია და მაკეტის შექმნა. კურსის ხლემძღვანელი ზედამხედველობს მონაწილეთა ინდივიდუალურ საბავშვო წიგნების პროექტებს, უზრუნველყოფს კონცეპტუალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობისას.

საბავშვო ილუსტრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, წიგნის ხელოვნების ცენტრი ორჯერ იქნა ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის საერთაშორისო პრემიაზე.

დრო:

18 კვირა, 4 სთ. კვირაში

კურსი იკვლევს წიგნს, როგორც არტისტულ მედიუმს. მონაწილეები ექსპერიმენტირებენ სხვადასხვა მხატვრული ტექნიკითა და მედიუმით, ქმნიან მრავალფეროვან შემოქმედებით კონტენტს და აერთიანებენ მას წიგნის სხვადასხვა ფორმატში. წიგნის შექმნის ხელოვნება გულისხმობს ზუსტ დრამატურგიას, თემების და ტექსტურების კონცეპტუალურ, ვიზუალურ და ფიზიკურ კონტრაპუნქტულ შეჯერებას. კურსის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქაღალდსა და წიგნის სხვა მასალებს, ბეჭდვისა და გამოსახულების შექმნის სხვადასხვა ტექნიკას, კინძვისა და ქაღალდთან მუშაობის მეთოდებს, მოსინჯავენ დრამატურგიულ მიდგომებს და წიგნის ფიზიკური ფორმატების მრავალფეროვნებას და ქმნიან არტ წიგნის ინდივიდუალურ პროექტებს. კურსის ხელმძღვანელი ზედამხედველობს პროექტების განვითარებას და უზრუნველყოფს კონცეპტუალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

დრო:

18 კვირა, 4 სთ. კვირაში

Arrow-Top.png
Arrow-Up.png
bottom of page