top of page

ვიზუალური ენა

კურსის ტიპი:

სრული კურსი

ხანგრძლივობა:

18 კვირა

საათები:

18 X 4 საათი

მონაწილეები:

8-10

ენა:

ინგლისური / ქართული

GEO_S.png

ხელმძღვანელი:

საგანი

ვიზუალური კომუნიკაცია რამოდენიმე დონეზე ხდება. თუ ფაქტობრივ ინფორმაციას მაყურებელი ხილული ობიექტების ამოცნობით იღებს, ემოციური ზემოქმედების მისაღწევად გამოსახულების აბსტრაქტული თვისებებია განმსაზღვრელი. აბსტრაქტული ვიზუალური ნიშნები გამოსახულების შინაარსისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. ადამიანთა უმეტესობა მათ ქვეცნობიერად აღიქვამს, მაგრამ მათი მნიშვნელობა ძალიან ზუსტადაა განსაზღვრული და მათი ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, ვინც ვიზუალთან მუშაობს. კურსი სისტემეტურ პრაქტიკულ და თეორიულ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ვიზუალური ნიშნები: ზომა, ფორმა, წონა, მდებარეობა, სივრცე, მანძილი, მიმართულება, ფერი, ტექსტურა და სხვა.

აღწერა

თითოეული მეცადინეობა რომელიმე ვიზუალურ ელემენტს ეთმობა: ზომა, მდებარეობა, მანძილი, ფერი, ტექსტურა დ.ა.შ. მოკლე თეორიული განმარტების შემდეგ, მონაწილეები მრავალფეროვანი მაგალითების, ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოებისა და შემოქმედებითი დავალებების მეშვეობით იკვლევენ აღნიშნული ელემენტის მხასიათებლებს, მის გამომსახველობით შესაძლებლობებს, ცდიან სხვადასხვა ჟანრს, მასალასა და ტექნიკას. ნამუშევრების დოკუმენტაცია ხდება საერთო სამუშაო წიგნში, რომელსაც ჯგუფის წევრები ერთობლივად ქმნიან.

ვისთვის

ვიზუალური ენის სრული კურსი განკუთვნილია, უმთავრესად, დამწყებ დიზაინერთა და ხელოვანთათვის და სტუდენტებისთვის, მაგრამ ასევე ყველასთვის, ვისაც სურს, მყარი საფუძველი შეიქმნას ნებისმიერ ვიზუალურ მედიასთან სამუშაოდ. კურსი იწყება საწყისი დონიდან, თუმცა გამოცდილ მონაწილეებსაც საშუალებას აძლევს, ცნობიერად და მკაფიოდ მოაწესრიგონ თავიანთი წინა გამოცდილება.

რა დაგჭირდებათ

წიგნის ხელოვნების ცენტრი უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეს, აღჭურვილობას და საერთო მოხმარების სამუშაო ინსტრუმენტებს. სამუშაო მასალებს შევიძენთ ერთობლივად. მონაწილეებს ვთხოვთ, მოიტანონ საკუთარი ინდივიდუალური ინსტრუმენტები: ფუნჯები, ფანქრები, საშლელები, სახაზავები, დანები და სხვა. ციფრული სამუშაოსთვის მონაწილეებმა უნდა მოიტანონ ლეპტოპები ან ტაბლეტები, ასევე სმარტფონები ან კამერები ფოტოგადაღებისთვის. 

დაშვების წინაპირობა

მონაწილეებისგან მოველით ადობე ფოტოშოპის კარგ სამუშაო ცოდნას. მსურველებს შეუძლიათ, გაიარონ ჩვენი ქრეშ-კურსი "ფოტოშოპის საფუძვლები". სხვა წინასწარი ცოდნა საჭირო არაა, თუმცა მონაწილეებისგან რაიმე არტისტულ მედიაში რაიმე სამუშაო გამოცდილებს მოველით.

დაშვების წესი

კურსზე ჩაწერა მოხდება კურსის ხელმძღვანელთან გასაუბრების შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაწილეობის პირობები ამ ბმულზე. 

გალერეა

bottom of page