top of page
სწავლა
ჩვენი კურსები ორიენტირებულია მაღალი მხატვრული და პროფესიული ხარისხის უზრუნველყოფაზე. თითოეული კურსი წარმოადგენს ხელოვნებისა და დიზაინის ამა თუ იმ დისციპლინის კონცეპტუალური, შემოქმედებითი და ტექნიკური ასპექტებისადმი მიძღვნილ დამოუკიდებელ მოდულს. კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ ხელოვანთათვის, რომელთაც სურთ თეორიული და კონცეპტუალური ბაზის განმტკიცება, ახალი მხატვრული მედიის მოსინჯვა და ტექნიკური და შემოქმედებითი არსენალის გაფართოვება.
თემისა და მიზნის მიხედვით, კურსები განსხვავდება ხანგრძლივობით, ინტენსივობით და შედეგებით.
კურსის ტიპები
რევიუ სესიები
მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების დაწვრილებითი განხილვა, ნამუშევრების ძლიერი მხარეების გამოკვეთა და გაუმჯობესების პოტენციალის ძიება. ყოველი პროექტის ანალიზს მოსდევს დისკუსია ჯგუფში.
bottom of page